“ძველი ხის ახალი სიცოცხლე”

2004 წლის მარტი - ქალაქ ქუთაისში დაფუძნდა შპს "მადერა ჯორჯია". კომპანია შეიქმნა ინდივიდუალური დაკვეთის ავეჯის წარმოების ბაზაზე. შექმნის ეტაპზე, კომპანიის მიზანი გახდა ადგილობრივი პროდუქციის წარმოება და ექსპორტი. კომპანიის მიერ გამოიყენებოდა ახალი ნედლეული, რომელიც მაღალი ხარისხის მიუხედავად შორს იყო იმ სტანდარტებისაგან, რომლებსაც "მადერა ჯორჯია" დღეს ამუშავებს. ბაზრის კვლევის შედეგად მიგნებულ იქნა ახალი მიმართულება: უკვე ექსპლუატაციაში მყოფი, ანტიკვარული (100-200 წლის) ხის დამუშავება და წარმოებაში გამოყენება.