შპს „მადერა ჯორჯიამ“ მოაწყო შემეცნებითი შეხვედრა სკოლა „ღონე ქვეყნისას“ მოსწავლეებთან. შეხვედრის მიზანს წარმოადგენდა მოსწავლეებისთვის გარემოს დაცვის მნიშვნელობისა და მისი პირობების გათვალისწინებით მუშაობაზე ინფორმაციის მიწოდება,თუ როგორ შეიძლება ასწლოვან ხის მასალას დავუბრუნოთ ახალი სიცოცხლე. ვიზიტის ფარგლებში კომპანიის დირექტორმა ბესიკ მატკავამ პატარა სტუმრებს დაათვალიერებინა საწარმო, გააცნო ძირითადი საქმიანობა და ხის მასალაზე მუშაობის პრინციპები.