„საქართველოს ბანკი“ ადგილობრივი ბიზნესის გაძლიერების მიზნით, პროექტების ხელშეწყობას განაგრძობს. ხის ავეჯის, დეკორატიული პანელებისა და ხის მასიური დეტალების საწარმო „მადერა ჯორჯია“ განვითარებას აქტიურად აგრძელებს. კომპანია სულ მალე, ახალი საწარმოდან, როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო მომხმარებელს კიდევ უფრო მრავალფეროვან პროდუქციას შესთავაზებს. „საქართველოს ბანკის“ ცნობით, „მადერა ჯორჯიას“ საბრუნავი კაპიტალის დაფინანსებისა და საწარმოო სიმძლავრის გაზრდის მიზნით.
„საქართველოს ბანკის“ მიერ 2.19 მილიონამდე ლარის მოცულობის ინვესტიცია განხორციელდა. კომპანია ახალ საწარმოს ქუთაისში აშენებს. „კომპანია „მადერა ჯორჯია“ საწარმოო პროცესში საქართველოს რეგიონებში არსებული ძველი ხის სახლების მშენებლობაში გამოყენებულ მეორად მუხას მოიხმარს. კომპანიის დევიზია „ძველი ხის ახალი სიცოცხლე“. კომპანია ავეჯს, პანელებსა და პარკეტს აწარმოებს. ადგილობრივ ბაზარზე, „მადერა ჯორჯია“ ავეჯითა და სხვა ხის პროდუქციით არაერთ სასტუმროსა და სხვა ობიექტების პროექტებს უზრუნველყოფს. გარდა ამისა, კომპანია გერმანიაში, ჰოლანდიაში, ისრაელსა და თურქეთში ექსპორტს აქტიურად ახორციელებს. „მადერა ჯორჯია“ „საქართველოს ბანკთან“ დაარსების დღიდან თანამშრომლობს. უკვე 18 წელია, ჩვენს პარტნიორთან ერთად ბიზნესს ვავითარებთ. შევიძინეთ ხის გადამამუშავებელი დაზგა-დანადგარები, გავაფართოვეთ საწარმოო სივრცე, ავაშენეთ ნედლეულის სასაწყობე ფართი და ამჟამად კიდევ ერთ საწარმოს ვაშენებთ. სამომავლოდ, ახალ ბაზარზე გასატანი პროდუქციის წარმოების დაწყებასაც ვგეგმავთ”, - განაცხადა “მადერა ჯორჯიას“ დამფუძნებელმა, დავით ქარქაშაძემ. „საქართველოს ბანკი“ საინტერესო პროექტების მხარდაჭერას აგრძელებს. ჩვენი და „მადერა ჯორჯიას“ მრავალწლიანი პარტნიორობის ფარგლებში, მოხარული ვართ, რომ გვეძლევა შესაძლებლობა, ხელი შევუწყოთ კომპანიის განვითარებას. „მადერა ჯორჯიას“ მიერ დამზადებულ პროდუქციას რესტავრირებული სახე აქვს, რაც დღეს დასავლეთ ევროპის ბაზარზე განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს. კომპანიის პროდუქცია ევროპის სხვადასხვა ქვეყნებში უკვე წარმოდგენილია, სამომავლოდ კი „მადერა ჯორჯიას“ მიზანია, კიდევ უფრო გაზარდოს ექსპორტი ევროპასა და ისრაელში, როგორც რაოდენობის, ისე ახალი ასორტიმენტის დამატების თვალსაზრისით. დარწმუნებული ვართ, კომპანიას ახალი საწარმო ამ და სხვა გეგმების განხორციელებაში მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს“, - განაცხადა „საქართველოს ბანკის“ მცირე და საშუალო ბიზნესის მიმართულების ხელმძღვანელმა, ზურაბ მასურაშვილმა.





