CNC მარშრუტიზაცია და 3D ჭრა
ყველაზე თანამედროვე დანადგარი, CNC რუტერი გვაძლევს საშუალებას ვჭრათ ეფექტურად და მაქსიმალური სიზუსტით. დანადგარის საშუალებით შესაძლებელია ბურღვა, გრავირება, 3D კვეთა ისეთ მასალებზე, როგორიცაა ხე, პლასტმასი და სხვ. ზომებით 210სმ X 270სმ და 8სმ სისქემდე. ჩვენ ვთანამშრომლობთ შემოქმედებით პროექტებთან - არ აქვს მნიშვნელობა სად იმყოფებით, ჩვენ დაგეხმარებით, დაწყებული იდეიდან - საბოლოო შედეგის მიღებამდე. იმ შემთხვევაში, თუ თქვენ გჭირდებათ ერთი სახის პროდუქტი ან რამდენიმე სხვადასხვა ნაწილი მუდმივი წარმოებისათვის, შეგვიძლია შევხვდეთ განსაზღვრულ დროს და მოვილაპარაკოთ.
| გამოყენება | |
|
- არქიტექტურული ელემენტები / Moldings - კარები / დეტალები - დეკორატიული პანელები / შირმა - ავეჯი |
- რელიეფური ჭრა / გრავირება - კვლავწარმოება - სათამაშოები / ბეჭდური წერა / ჩარჩოები - ხის დამუშავება |
| მასალები | |
|
- დამუშავებული ხის პროდუქტები: ფანერა, MDF. - მკვრივი და რბილი ხე: ნეკერჩხალი, მუხა, ალუბალი, თელა, არყის ხე, კაკალი, ფიჭვი, ნაძვი, კვიპაროსი, კედარი, ვერხვი. |
|
| ფაილები და ნამუშევრები | |
|
- 2D ჭრისთვის ვამჯობინებთ: .DXF .DWG .CDR .AI ფორმატებს. თუ თქვენი პროდუქტი მოითხოვს მაქსიმალურ სიზუსტეს და არასრულ ჭრას, გთხოვთ, მიუთითოთ კონკრეტული მოთხოვნები ან პროფილის მონახაზი. - 3D ჭრისთვის ვამჯობინებთ: .STL ან თანდაყოლილ 3D პროგრამის ფორმატს. ყველა ფაილს უნდა ჰქონდეს მინიმუმ ერთი პარამეტრი, რომლის საშუალებითაც შევამოწმებთ ან შევადგენთ მასშტაბს. - თუ თქვენ არ გაქვთ CAD ფაილი პროექტისთვის, ჩვენ შეგვიძლია თავად შევქმნათ მონახაზის ან სურათის მიხედვით. საფასური განისაზღვრება პროექტის სირთულიდან გამომდინარე. |
|
დამატებითი შეკითხვებისთვის, გთხოვთ დაგვიკავშირდეთ ოფისის ნომერზე: (+995)574240042








