მადერა ჯორჯიას ისტორია

კომპანია "მადერა ჯორჯია" საქართველოს ბაზარზე საქმიანობს 2004 წლიდან. საწარმო დაფუძნდა საბჭოთა პერიოდის ავეჯის საამქროს მატერიალურ ტექნიკურ ბაზაზე. დაარსებიდან მალევე კომპანიამ დაიწყო საერთაშორისო ბაზრის ათვისება და პირველი პროდუქციის ექსპორტი განახორციელა ისრაელში. საამქროს ტექნიკური მოდერნიზაციისა და კვალიფიციური კადრების მომზადების პარალელურად, მიმდინარეობდა საერთაშორისო ბაზარზე არსებული მოთხოვნებისა და ხარისხის სტანდარტების კვლევა. აღნიშნული კუთხით კომპანია მუდმივად თანამშრომლობდა საერთაშორისოდ აღიარებულ დარგის ექსპერტებთან და ორგანიზაციებთან.

საწარმოს ისტორიაში გარდამტეხი პერიოდი უკავშირდება 2016 წელს ბიზნესის განვითარებისა და მხარდაჭერის საერთაშორისო ორგანიზაცია - "PUM"-ის ექსპერტებთან ნაყოფიერ თანამშრომლობას, რამაც ხელი შეუწყო საწარმოს პროდუქციის ევროპის ბაზარზე მეტ ცნობადობასა და მზარდ პოპულარიზაციას.

 

Madera Georgia
2011 საუკეთესო ექსპორტიორი
Madera Georgia
2015 წლის ბიზნესი
Madera Georgia
2015 წლის დამსაქმებელი
Madera Georgia
2017 წლის საუკეთესო დამსაქმებელი
Madera Georgia
2019 წლის ექსპორტიორი
Madera Georgia
Covid-19 წინააღმდეგ თანადგომისთვის

 

მადერა ჯორჯია დღეს

დღესდღეობით, "მადერა ჯორჯია" აწარმოებს მასიური ხის ექსკლუზიური ავეჯის ყველა სახეობას გარდა რბილი ავეჯისა. წარმოებაში გამოიყენება უმაღლესი ხარისხის ანტიკვარული ხის მასალა, რომელსაც გამოარჩევს ინდივიდუალურობა და ეკოლოგიურობა, აღნიშნული მასალის ასაკობრივი ზღვარი 200 წლიდან 400 წლამდე მერყეობს, რაც დადასტურებულია ევროპული ლაბორატორიული გამოკვლევებით. კომპანიის მზარდი და მოდერნიზირებადი მატერიალურ ტექნიკური ბაზა ორიენტირებულია უსაფრთხო და ეკოლოგიურად სუფთა წარმოებაზე.

კომპანია საკუთარი პროდუქტით მასიურადაა წარმოდგენილი ევროპის, აშშ-სა და ისრაელის ბაზარზე.

 

მადერა ჯორჯიას მიზნები

კომპანია "მადერა ჯორჯია" უახლოეს მომავალში გეგმავს საწარმოო ხაზის გაფართოებასა და რამოდენიმე ახალი სერვისის დამატებას. საწარმოს გუნდის მიზანს წარმოადგენს - ქვეყანაში ხის პროდუქციის დამუშავების ტრადიციული მეთოდებისა და თანამედროვე ბაზრის სტანდარტების კომბინირება, დარგის განვითარება და პოპულარიზირება, წარმოების პროცესში წარმოქმნილი ნარჩენების მინიმუმამდე დაყვანა და გარემოზე მავნე ზემოქმედების მინიმალიზირების საერთაშორისო სტანდარტების ფართოდ დანერგვა, არსებულ საერთაშორისო ბაზარზე არსებული პოზიციების გამყარება და რეალიზაციის ახალ ბაზარზე დამკვიდრება.

 

ჩვენი პარტნიორები

 

სოციალური მედიის ბმულები