„საქართველოს ბანკი“ ადგილობრივი ბიზნესის გაძლიერების მიზნით, პროექტების ხელშეწყობას განაგრძობს. ხის ავეჯის, დეკორატიული პანელებისა და ხის მასიური დეტალების საწარმო „მადერა ჯორჯია“ განვითარებას აქტიურად აგრძელებს. კომპანია სულ მალე, ახალი საწარმოდან, როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო მომხმარებელს კიდევ უფრო მრავალფეროვან პროდუქციას შესთავაზებს. „საქართველოს ბანკის“ ცნობით, „მადერა ჯორჯიას“ საბრუნავი კაპიტალის დაფინანსებისა და საწარმოო სიმძლავრის გაზრდის მიზნით.
შპს „მადერა ჯორჯიამ“ მოაწყო შემეცნებითი შეხვედრა სკოლა „ღონე ქვეყნისას“ მოსწავლეებთან. შეხვედრის მიზანს წარმოადგენდა მოსწავლეებისთვის გარემოს დაცვის მნიშვნელობისა და მისი პირობების გათვალისწინებით მუშაობაზე ინფორმაციის მიწოდება,თუ როგორ შეიძლება ასწლოვან ხის მასალას დავუბრუნოთ ახალი სიცოცხლე. ვიზიტის ფარგლებში კომპანიის დირექტორმა ბესიკ მატკავამ პატარა სტუმრებს დაათვალიერებინა საწარმო, გააცნო ძირითადი საქმიანობა და ხის მასალაზე მუშაობის პრინციპები.
შპს „მადერა ჯორჯიამ“ უმასპინძლა USAID-ისა და Dai Global LTD-ს წარმომადგენლებს “ფირმის პროდუქტიულობის, პროდუქტიული შესაძლებლობების და ბიზნეს პროცესების მენეჯმენტის გაუმჯობესების“ პროგრამის ფარგლებში. სტუმრებმა დაათვალიერეს საწარმო, აკვირდებოდნენ სამუშაო პროცესს, რის შემდეგადაც განხილულ იქნა საწარმოს მუშაობასთან დაკავშირებული დეტალები,სამომავლო პერსპექტივები და პროგრამის ფარგლებში განსახორციელებელი სამუშაოები, რომელიც ძირითადად ორიენტირებულია ახალი დაზგა-დანადგარების შეძენაზე.
სერტიფიკატების გადაცემის ცერემონია ხის გადამამუშავებელ საწარმოში "მადერა ჯორჯია" გაიმართა. Madera Georgia სამეწარმეო სკოლის კურსამთავრებულები საწარმოში სასწავლო ვიზიტით იმყოფებოდნენ. საწარმოს დირექტორმა ბესო მატკავამ ევროკავშირის ელჩთან ერთად სამეწარმეო სკოლოს მსმენელებს საწარმოს საქმიანობა გააცნო, მისი დაარსების ისტორია მოუყვა და მათ მიერ წარმოებული პროდუქციის ევროკავშირის ქვეყნებში ექსპორტზე ესაუბრა.
ბესიკ მატკავა
დირექტორი
ეკოლოგია
კომპანია ახორციელებს ე.წ. მწვანე წარმოებას, რაც გულისხმობს საწარმოო ნედლეულის მეორად გამოყენებას. ნედლეულის მისაღებად საჭირო არ არის ხე-ტყის ჭრა, ხოლო პროდუქცია მზადდება ბუნებრივად დაძველებული საუკუნოვანი მასალისგან. წარმოების პროცესში მინიმუმადე არის დაყვანილი გარემოზე მავნე ზემოქმედება. კომპანის პრიორიტეტს წარმოადგენს ეკოლოგიის თანამედროვე სტანდარტების ფართოდ დანერგვა.
პროდუქცია
კომპანია აწარმოებს მასიური ხის ეკოლოგიურად სუფთა ექსკლუზიური ავეჯის ყველა სახეობას, გარდა რბილი ავეჯისა. წარმოებაში გამოიყენება უმაღლესი ხარისხის ანტიკვარული ხის მასალა, რომელსაც გამოარჩევს ინდივიდუალურობა. მასალაზე მუშაობისას შესაძლებელია როგორც ბუნებრივი იერსახის შენარჩუნება, ასევე სხვადასხვა ტონალობის მინიჭება მეტალის ინდივიდუალური ელემენტებით ჩართვით.
მიწოდება
კომპანია ახორციელებს პროდუქციის ბრენდირებული შეფუთვით მიწოდებას, როგორც საქართველოს ასევე მსოფლიოს მაშტაბით. მიწოდებას ხორციელდება ლოჯისტიკის სფეროში გამოცდილების მქონე პარტნიორი კომპანიების მეშვეობით. ბრენდირებული შეფუთვა გულისხმობს - ტვირთის მსოფლიო სტანდარტების შესამაბისად დამუშავებას, სათანადო დოკუმენტაციის შედგენას, ბოქსინგს.
ხე ღვინისთვის
პროდუქტების ნახვა
სასადილო ოთახი
პროდუქტების ნახვა
საოფისე ოთახი
პროდუქტების ნახვა
მისაღები ოთახი
პროდუქტების ნახვა
კოფი მაგიდა
პროდუქტების ნახვა
სამკითხველო ოთახი
პროდუქტების ნახვა
საძინებელი ოთახი
პროდუქტების ნახვა
დივანი და სავარძელი
პროდუქტების ნახვა
ეზოს სავარძელი
პროდუქტების ნახვა
1 სტილი
პროდუქტების ნახვა
ხის პარკეტი
პროდუქტების ნახვა
კედლის პანელი
პროდუქტების ნახვა
კედლის არტ დეკორი
პროდუქტების ნახვა
ხის განათების სისტემა
პროდუქტების ნახვა
ჩვენი მისამართი საქართველო, ქუთაისი ნიკეას ქ.. I შეს. #7 |
საკონტაქტო ინფორმაცია
ტელეფონი: +995 597 70 90 90
ელ-ფოსტა: info@maderageorgia.ge
მოგვყევი
გადმოწერა