შპს „მადერა ჯორჯიამ“ უმასპინძლა USAID-ისა და Dai Global LTD-ს წარმომადგენლებს “ფირმის პროდუქტიულობის, პროდუქტიული შესაძლებლობების და ბიზნეს პროცესების მენეჯმენტის გაუმჯობესების“ პროგრამის ფარგლებში. სტუმრებმა დაათვალიერეს საწარმო, აკვირდებოდნენ სამუშაო პროცესს, რის შემდეგადაც განხილულ იქნა საწარმოს მუშაობასთან დაკავშირებული დეტალები,სამომავლო პერსპექტივები და პროგრამის ფარგლებში განსახორციელებელი სამუშაოები, რომელიც ძირითადად ორიენტირებულია ახალი დაზგა-დანადგარების შეძენაზე.